ავტომობილის დაქოქვა, კარის გახსნა და საწვავის მიტანა
ყოველთვის ევაკუატორი არ არის საჭირო — ხშირად პრობლემას ადგილზევე ვაგვარებთ.
ვმუშაობთ 24/7 — დღე-ღამის ნებისმიერ დროს, შაბათ-კვირის ჩათვლით.
დაჯდა აკუმულატორი და მანქანა არ იქოქება? გასაღები მანქანაში დაგრჩათ და კარი ჩაიკეტა? ან საწვავი გზაში გაგითავდათ? დაგვირეკეთ — მოვალთ და დაგეხმარებით.
ვაქოქებთ ავტომობილს, ვხსნით დაკეტილ კარს და მოგიტანთ საწვავს. თუ პრობლემა ადგილზე არ გვარდება, ავტომობილს ევაკუატორით იქ მივიტანთ, სადაც გჭირდებათ.
ფასი სერვისსა და ადგილმდებარეობაზეა დამოკიდებული — ზარისას გეტყვით. ვმუშაობთ 24/7.
როგორ ვმუშაობთ?
დაგვიკავშირდით!
მომხმარებელი ვებგვერდზე ირჩევს სასურველ საკომუნიკაციო არხს და გვიკავშირდება.
ავტომობილის მდგომარეობა!
მომხმარებელი გვაწვდის ინფორმაციას ავტომობილის დაზიანებისა და მდგომარეობის შესახებ.
ადგილმდებარეობის განსაზღვრა!
შეკვეთის განთავსებისას მომხმარებელი გვაწვდის ავტომობილის ადგილმდებარეობას ან კონკრეტულ მისამართს.
ავტომობილის ტრანსპორტირება ევაკუატორით!
ავტომობილი ტრანსპორტირდება მომხმარებლის მიერ მითითებულ ადგილას.
გჭირდებათ ევაკუატორი ახლავე?
დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ WhatsApp-ზე — გპასუხობთ დღე-ღამის ნებისმიერ დროს.
